სამების საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ ფარგლებში, „მინი მარკეტი“ მოაწყეს
13-05-2021

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, ლიდერობის მიმართულებით დაგეგმილი აქტივობები გრძელდება.

სკოლაში პროექტი „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ განხორციელდა.

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლების ხელმძღვანელიბით, სკოლაში „მინი მარკეტი“ მოაწყეს. მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს უნდა შეეძინა ჯანსაღი კვებისთვის აუცილებელი პროდუქტები.

მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ ღონისძიებაში და სწორად შეარჩიეს პროდუქტები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203