ქარელის N1 საჯარო სკოლაში ხელოვნებისა და ქართული ენის გაკვეთილზე Iგ კლასის მოსწავლეებმა სააღდგომო ნამუშევრები წარმოადგინეს.
პირველკლასელებმა სააღდგომო კვერცხები მოხატეს, თემატური ნახატები შექმნეს და საკლასო ოთახში გამოფინეს.
მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედებითი ხედვა და შესაძლებლობები გამოავლინეს.
აქტივობას პედაგოგები, მარიამ საზანდრიშვილი და ხატია ჯიოშვილი ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები