ქობულეთის N3 საჯარო სკოლამ პედაგოგთა მუნიციპალურ კონფერენციას უმასპინძლა
13-05-2021
თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის N3 საჯარო სკოლამ პედაგოგთა მე-7 მუნიციპალურ კონფერენციას უმასპინძლა.
კონფერენცია თემაზე „ჩემი ერთი დისტანციური გაკვეთილი“ ქობულეთის რესურსცენტრის მიერ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ქობულეთის რაიონული საბჭოს თანაორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიების მხარდამჭერები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და აჭარის განათლების ფონდი იყვნენ.