ბობოყვათის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ლიტერატურულ-ისტორიული კომპოზიცია გამართეს
13-05-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა.
მე-6 კლასის მოსწავლეებმა კლასის დამრიგებლის, მანანა ხოზრევანიძის ხელმძღვანელობით ლიტერატურულ-ისტორიული კომპოზიცია „14 აპრილი - დედა ენის დღე“ წარმოადგინეს.
ღონისძიებაში მასწავლებლებლები, აზა თხილაიშვილი და გუგული მიქელაძე მონაწილეობდნენ.
დედა ენის დღე მოსწავლეებს სკოლის მანდატურებმაც მიულოცეს.