დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ, თანამედროვე სტანდარტების შენობაში ისწავლიან
13-05-2021
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 600 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლა შენდება.
სასწავლო დაწესებულებაში საკლასო ოთახების გარდა, მოეწყობა ეზო, დამონტაჟდება გათბობისა და წყალგაყვანილობის სისტემები.
სკოლა სრულად ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის.
პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. მისი ღირებულება 7 მილიონ ლარს აღემატება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს