უჩხოს საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა ფრენბურთის შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს
12-05-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლა მუდმივად ზრუნავს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე. აღნიშნული მიზნით სკოლის მოსწავლეები ხშირად მონაწილეობენ სხვადსხვა სპორტულ აქტივობებში. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამჯერად ხულოს მუნიციპალოტეტში გაიმართა სპორტული შეჯიბრი ფრემბურთში გოგონათა და ვაჟთა შორის. შეჯიბრში უჩხოს სკოლის მოსწავლეებმა ძალიან კარგი შედეგები აჩვენეს. გოგონების გუნდმა მეორე ადგილი, ხოლო ვაჟთა გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა. სკოლა ულოცავს მოპოვებულ გამარჯვებას მოსწავლეებს და სამომავლოდ მრავალ სხვა წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203