თეთრიწყაროს N1 სკოლის თვითმმართველობის წევრებმა, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ დაწყებითი კლასებისთვის საინტერესო აქტივობები განახორციელა .სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო ტიპის შეხვედრა გამართეს. ისინი 1-ელი-მე-4 კლასის მოსწავლეებს ესაუბრნენ თუ როგორ უნდა გაუფრთხილდნენ დედამიწას, როგორ დაიცვან გარემო, რომელშიც იმყოფებიან და აჩვენეს ფილმი - „გადავარჩინოთ სიცოცხლე“.
იხილეთ
ფოტოები: