მუხურის თემის საჯარო სკოლაში საქველმოქმედო პროექტი განხორციელდა
12-05-2021
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლაში საქველმოქმედო პროექტი განხორციელდა.

მოსწავლეებმა სახლიდან თითო-თითო კარტოფილი მოიტანეს, შეაგროვეს პროდუქტები და მიუსაფარ ბავშვთა სახლს გადასცეს.

ამ აქტივობით სკოლის აღსაზრდელებმა თანატოლების მიმართ მზრუნველობა და სიყვარული გამოავლინეს.

პროექტის ავტორი მელორ ცქვიტაია იყო.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203