„საქართველო ჩვენი სამშობლოა“ - კერძო სკოლა „ორნატის“ მე-6 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
12-05-2021
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ქართულ-ევროპული კერძო სკოლა „ორნატის“ მე-6 კლასის მოსწავლეებმა „ჩვენი საქართველოს“ პედაგოგის, მინდია მაცაბერიძის ხელმძღვანელობით პრეზენტაცია წარადგინეს თემაზე: „საქართველო ჩვენი სამშობლოა“.
გარდა ამისა, მეექვსეკლასელებმა მოამზადეს კომპლექსური დავალებები - „მრავალფეროვანი თბილისი“ და „გელათის მონასტერი“.
მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს ჟურნალი „ისტორიანი“, სადაც აღწერეს დავით აღმაშენებლის ეპოქა და ისაუბრეს გელათის მონასტრის აგების ისტორიაზე, ლეგენდებსა და ტაძრის დღევანდელ მდგომარეობაზე.