„მწერალი ოფიცრის, დავით კლდიაშვილის მოღვაწეობა ბათუმში“ - სახალვაშოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი განახორციელეს
12-05-2021
ედნარ დიასამიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოს საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა ქალაქ ბათუმის ძმები ნობელების მუზეუმში განახორციელეს პროექტი თემაზე - „მწერალი ოფიცრის, დავით კლდიაშვილის, მოღვაწეობა ბათუმში“.
პროექტის ფარგლებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნაირა აბაშიძემ დავით კლდიაშვილის ბათუმში მოღვაწეობის შესახებ ლექცია წაიკითხა. მოსწავლეებმა მწერლის მემუარებიდან XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის ბათუმის ისტორიის შესახებ ისაუბრეს.
ღონისძიება განსაკუთრებით გაალამაზა კოსტიუმირებულმა წარმოდგენამ პიესიდან „დარისპანის გასაჭირი“.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს