ზენითის საჯარო სკოლაში ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობა დაიწყო
12-05-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის  სოფელ ზენითის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ქვეპროგრამის „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ფარგლებში ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობა დაიწყო.

შენობაში სპორტულ დარბაზთან ერთად გასახდელები და დამხმარე სათავსოები განთავსდება. 
 
სკოლის ინფორმაციით, შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და აღიჭურვება სპორტული ინვენტარით.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე, ჯემალ სურმანიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით ბაციკაძე და ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე მშენებლობებს ადგილზე გაეცნენ.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203