ხუცუბანში ახალი სკოლა აშენდება
12-05-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ქვეპროგრამის „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ფარგლებში ახალი სკოლა აშენდება.

პროექტის მიხედვით, ახალი, სამსართულიანი სკოლა 350 მოსწავლეზე იქნება გათვლილი.

სკოლაში საკლასო ოთახები, ლაბორატორიები, კომპიუტერული კაბინეტი და  ბიბლიოთეკა მოეწყობა. შენობაში განთავსდება სპორტული და სააქტო დარბაზები. 

სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული, დამონტაჟდება ლიფტიც.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე და ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე მშენებლობებს ადგილზე გაეცნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203