„დედამიწა ჩვენი საერთო სახლია“ - ოზურგეთის N4 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს
12-05-2021
ოზურგეთის N4 საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
სკოლის აღსაზრდელებმა ღონისძიება - „დედამიწა ჩვენი საერთო სახლია“ ჩაატარეს. მოსწავლეებმა დედამიწის დღის დაფუძნების ისტორიასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მათ ჩვენი პლანეტის წინაშე მდგომი პრობლემები მიმოიხილეს და ერთმანეთს საკუთარი ხედვები გაუზიარეს.
მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით პოსტერები და ილუსტრაციებიც შექმნეს, რომლებიც საკლასო ოთახში გამოფინეს.