ნახახულევის საჯარო სკოლის პედაგოგებმა ლიდერ მასწავლებელთა ტესტირება წარმატებით გაიარეს
12-05-2021
კონსტანტინე მეძველიას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახახულევის საჯარო სკოლის წამყვანმა მასწავლებლებმა USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ლიდერ მასწავლებელთა ტესტირება წარმატებით გაიარეს.
„ჩვენი სკოლის წამყვანმა პედაგოგებმა, სოფო კაკაბაძემ და ირმა ეძგვერაძემ ტესტირება წარმატებით გაიარეს. გილოცავთ! მრავალგზის გესახელებინოთ ნახახულევის საჯარო სკოლა. მადლობა პროექტსა და ტრენერს ქალბატონ ლელა ეძგვერაძეს!“ - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს