„ხარისხიანი განათლება“ - ზემო ქედის N2 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა თანასკოლელებს მინი-სემინარი ჩაუტარეს
12-05-2021
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში მოამზადეს პრეზენტაცია თემაზე - „ხარისხიანი განათლება“.
მოსწავლეებმა სკოლის აღსაზრდელებს მინი-სემინარი ჩაუტარეს და შეეცადნენ, მათში სწავლის მოტივაცია აემაღლებინათ.
ამ მიზნით მათ სპეციალურად დამზადებული ფლაერებიც დაარიგეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს