ფიროსმანის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა საინტერესო ღია გაკვეთილი ჩაატარა
12-05-2021
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლის მე-7 კლასში ისტორიის უფროსმა მასწავლებელმა, მანანა შაინიძემ საინტერესო ღია გაკვეთილი ჩაატარა.
გაკვეთილის თემა ერთიანი საყაენოს დაშლა და დემეტრე II-ის მეფობის პერიოდი იყო. მასწავლებელმა სახალისო და თემაზე მორგებული მრავალფეროვანი რესურსები გამოიყენა.
ღია გაკვეთილს სკოლის მასწავლებელთა მხარდაჭერისა და ხარისხის მართვის წევრი, ასმათ ზაიელი ესწრებოდა.