„ვიაზროვნოთ ლოგიკურად“​ - ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში ვიქტორინა ჩატარდა
12-05-2021

28 აპრილს, ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში, მათემატიკის კვირეულის ფარგლებში, თემაზე -  „ვიაზროვნოთ ლოგიკურად“ ვიქტორინა ჩატარდა.

ვიქტორინა მათემატიკის კათედრის წევრმა მასწავლებლებმა - ხათუნა სვანაძემ, იზაბელა ნუცუბიძემ და ბესო გოგისვანიძემ განახორციელეს.

ვიქტორინაში მონაწილეობდნენ მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები.

„მათ მათემატიკური ამოცანების საშუალებით იმოგზაურეს ჩვენს სახელმწიფოში ვირტუალური ექსკურსიით. მოსწავლეების აზროვნებამ და ჩართულობამ ჟიურის შექება დაიმსახურა. წარმატებები ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203