„მისწერე წერილი მეგობარს“ - თბილისის N61 საჯარო სკოლის მოსწავლეები კონკურსში ჩაერთვნენ
12-05-2021

თბილისის N61 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ფოსტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში: „მისწერე წერილი მეგობარს“ ჩაერთვნენ. მათი ნაშრომებიდან ფოსტაში რამდენიმე გაიგზავნა. მოსწავლეებმა წერილში პანდემიით გამოწვეულ შთაბეჭდილებებზე ისაუბრეს.

„სასწავლო პროცესი ხალისიანი რომ იყოს, მოსწავლეებს სჭირდებათ კლასგარეშე აქტივობებიც, რაც პანდემიურმა პერიოდმა ძალიან შეაფერხა. ვერ ვიტყვით, რომ ბევრი აქტივობა დავგეგმეთ, თუმცა გამოვყოფთ ერთს, რომელმაც მოსწავლეთა დაინტერესება გამოიწვია. საქართველოს ფოსტამ გამოაცხადა კონკურსი: „მისწერე წერილი მეგობარს“ - მასში უნდა ასახულიყო პანდემიით გამოწვეული შთაბეჭდილებები.

ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა სიამოვნებით მიიღეს მონაწილეობა ამ პროექტში, მათი ნაშრომებიდან შეირჩა რამდენიმე საუკეთესო, რომლებიც საქართველოს ფოსტაში გაიგზავნა. ველოდებით შედეგებს“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203