„ვემშვიდობებით ანბანს“ - ქარელის N1 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს
12-05-2021
ქარელის N1 საჯარო სკოლის Iკლასის მოსწავლეებმა ღონისძიება სახელწოდებით „ვემშვიდობებით ანბანს“ ჩაატარეს.

სკოლის აღსაზრდელებმა პირველი კლასის დამთავრება სიმღერებითა და ლექსებით აღნიშნეს.

ღონისძიების ორგანიზატორები კლასის ხელმძღვანელი, თამარ ხუციშვილი და მუსიკის პედაგოგი, იამზე გონგლაძე იყვნენ.
 
„ვულოცავთ პატარებს პირველი კლასის წარმატებით დასრულებას! პატარებო,დაგილოცავთ გზას ცოდნის სამყაროსკენ!“ - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203