კაჭრეთის საჯარო სკოლას დაქვემდებარებულ სკოლა ნანიანში დედამიწის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა
12-05-2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის კაჭრეთის საჯარო სკოლას დაქვემდებარებულ სკოლა ნანიანში დედამიწის დღე აღნიშნეს. 

ამ დღესთან დაკავშირებით, V-VIბ კლასებში განხორციელდა მრავალფეროვანი აქტივობები: დოკუმენტური ფილმის ჩვენება-განხილვა, მოსწავლეთა ნამუშევრების პრეზენტაცია, პოსტერის დამზადება, ნახატებისა და გზავნილების გამოფენა.

აქტივობებს მასწავლებელი ლელა მაზანიშვილი ხელმძღვანელობდა. 

დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

იხილეთ ვიდეო 1:

იხილეთ ვიდეო 2:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203