ხაშურის N7 სკოლის მოსწავლეები izrune.ge-ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
12-05-2021
ხაშურის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - მეორეკლასელებმა - დავით ლომიძემ და ნიკოლოზ ქუმსიშვილმა და მესამელასელმა შიო ღონღაძემ izrune.ge-ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს და I ხარისხის სერტიფიკატები დაიმსახურეს.
მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადა საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე 29 აპრილს გაიმართა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.