დაბა სურამის N4 სკოლის მოსწავლეები izrune.ge-ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
12-05-2021
ქრისტეფორე III-ის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები - ნინო ჩადუნელი და ლიკა ბარბაქაძე izrune.ge-ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს მათი წარმატების დამასასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადა საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე 29 აპრილს გაიმართა.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203