ქვიშხეთის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი გელაშვილმა izrune.ge-ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაში I ხარისხის სერტიფიკატი დაიმსახურა
12-05-2021
დიმიტრი ყიფიანის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე გიორგი გელაშვილი izrune.ge-ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.

მოსწავლეს I ხარისხის სერტიფიკატი გადაეცა. 

მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადა საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე 29 აპრილს გაიმართა.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203