ხაშურის N2 სკოლის მოსწავლეები izrune.ge-ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
დავით კაკიაშვილის სახელობის ხაშურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები izrune.ge-ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებს - ელენე ფოცხვერაშვილს და მარიამი შალუტაშვილს, მეოთხეკლასელ გიგა ლაცაბიძეს და მესამეკლასელ ანა გამგონიძეს სეტრიფიკატები გადაეცათ.
მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადა საგანმანათლებლო პორტალ
izrune.ge-ზე 29 აპრილს გაიმართა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები