ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება izrune.ge-ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაზე
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - პირველკლასელებმა: ანდრია გაბოძემ და რატი ბარნოვმა და მეოთხეკლასელმა ნიკოლოზ ბარნოვმა izrune.ge-ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს და I ხარისხის სერტიფიკატები დაიმსახურეს.
მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადა საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე 29 აპრილს გაიმართა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები