არგვეთის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა
12-05-2021
პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლაში დედაენის დღე ღონისძიებით აღნიშნეს.
მე-7 კლასის მოსწავლეებმა დედაენასთან დაკავშირებული ლექსები და ამონარიდები წაიკითხეს. ამას გარდა, მათ სიმღერებიც შეასრულეს და ამით ღონისძიება კიდევ გაალამაზეს.
სკოლის აღსაზრდელებმა ქართული ენის უნიკალურობაზე ისაუბრეს და მისი სიწმინდის დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.
ღონისძიების ორგანიზატორი კლასის დამრიგებელი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ნინო ბარბაქაძე იყო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს