ტყემლანის საჯარო სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიეძღვნა
12-05-2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლანის საჯარო სკოლის პედაგოგმა ნინო ტყემალაძემ, თავის სადამრიგებლო კლასთან ერთად, წიგნის საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიუძღვნა, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება.

ღონისძიების პირველ ნაწილში მეექვსე კლასელებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები საყვარელი წიგნების შესახებ, მეორე ნაწილი მოიცავდა ვიქტორინას, რომელშიც სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების დასასრულს ნინო მასწავლებელმა მეექვსე კლასის მოსწავლეები და ასევე ვიქტორინაში გამარჯვებული მოსწავლეები წიგნებით დაასაჩუქრა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203