უბისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს პრეზენტაციები მიუძღვნეს
12-05-2021
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისის საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

მე-6, მე-7 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა დედამიწის თემატიკაზე პრეზენტაციები წარადგინეს. სკოლის აღსაზრდელებმა დედამიწის წინაშე მდგარ ეკოლოგიურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე საინტერესოდ იმსჯელეს. 

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.

საქართველო დედამიწის დღეს 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებით აღნიშნავს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203