კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდმა კლუბი ,,თბილისი“ დაამარცხა
11-12-2017
2017-2018 წლების სეზონის „ა“ ლიგაში მოსახვედრად, 9-დან 18 დეკემბრამდე საკვალიფიკაციო ტურნირი იმართება. მასში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი, კლუბები „თბილისი“, „რაზმი“ და „ზაზა ფაჩულიას აკადემია“ მონაწილეობენ.

9 დეკემბრის სათამაშო დღეს, კსუ-ს გუნდი, კლუბ „თბილისს“ დაუპირისპირდა. პირველ პერიოდში თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა მალევე გამოიკვეთა კსუ-ს კალათბურთელების უპირატესობა და საბოლოო ჯამში გუნდმა ოთხივე პერიოდის მოგება დამაჯერებელი ანგარიშით შეძლო.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი 17 ქულა ამერიკელმა ლეგიონერმა რაიან აარონმა - აჩვენა. 15 ქულით გამოირჩა გიგი მელაძე, ხოლო ნიკა ღაღანიძემ 12 ქულა მიითვალა.

საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრის საბოლოო ანგარიში, კსუ-ს სასარგებლოდ 91:56 დაფიქსირდა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდის მწვრთნელი ლევან ტყეშელაშვილი გახლავთ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203