ყარაჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელნაკეთი ნამუშევრები გამოფინეს
12-05-2021
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლაში მე-8ა კლასის მოსწავლეებმა ხელნაკეთი ნამუშევრები გამოფინეს.
სკოლის აღსაზრდელებმა ყვავილებისგან, გირჩებისგან და სხვადასხვა რესურსისგან საინტერესო, ორიგინალური და დასამახსოვრებელი ნივთები დაამზადეს. მოსწავლეებმა ლამაზი ნახატებიც შექმნეს და თავიანთი შემოქმედებითი ხედვა გამოავლინეს.
გამოფენა ხელოვნების მასწავლებლის, ნათია გურგენიშვილის ორგანიზებით მოეწყო.