
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პიპილეთის საჯარო სკოლა პედაგოგები და მოსწავლეები დედამიწის დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.
ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში გარემოსდაცვითი აქტივობები გაიმართა. მათ შორის მოსწავლეებმა, მასწავლებლებთან ერთად, შერჩეულ ტერიტორიაზე ნერგები დარგეს.
დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
იხილეთ ფოტოები: