ნავაზის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, წყლის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კედლის გაზეთები დაამზადეს
11-05-2021
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავაზის საჯარო სკოლაში წყლის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, VII-IX კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს პროექტის „წყლის დაცვის საერთაშორისო დღე“ პრეზენტაცია.

თითოეული კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს კედლის გაზეთები, ყურადღება გაამახვილეს წყლის სასიცოცხლო მნიშვნელობის, მისი დაცვის საშუალებების და დაბინძურების საფრთხეების აცილების შესახებ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203