„ჩვენი ტკბილი დედაენა“ - ლიტერატურული დილა​ ნავაზის საჯარო სკოლაში
11-05-2021
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავაზის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე აღნიშნეს. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღე საზეიმოდ აღნიშნეს.
სკოლაში ჩატარადა ლიტერატურული დილა  - „ჩვენი ტკბილი დედაენა“!

1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, 14 აპრილს დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.


იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203