ნიჩბისის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს მრავალფეროვანი კვირეული მიეძღვნა
11-05-2021
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის საჯარო სკოლა ქართული ენის დღესთან დაკავშირები კვირეული მოეწყო.
„ჩვენს სკოლაში, ჩატარდა „დედაენის“ დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების კვირეული, რომელშიც საოცარი ენთუზიაზმით ჩაერთვნენ V-XI კლასის მოსწავლეები.
კვირეულის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები: მოეწყო ნახატების გამოფენა, ჩატარდა ესეების კონკურსი თემაზე -„ქართული ენა-ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა“. გამორჩეული კალიგრაფიით შეამკეს და მოხატეს „ენაი შემკული და კურთხეული, ენაი მდიდარი და საკვირველი“...
კვირეულში მონაწილე ყველა მოსწავლეს გადაეცა მადლობის სიგელი, ხოლო ესეების და კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის დიპლომებით.
მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერები და კედლის გაზეთები, რომლითაც მოუწოდეს თანატოლებს მშობლიური ენის დაცვისკენ. კვირეულს ხელმძღვანელობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფგორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს