სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებმა ფრანგულ ენაში შესწავლილი ახალი მასალა სახალისო და სასიამოვნო აქტივობით განიმტკიცეს
11-05-2021

თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებმა ფრანგულ ენაში შესწავლილი ახალი მასალა სახალისო აქტივობით განიმტკიცეს. 

„ფრანგული გასტრონომიისა და მასთან დაკავშირებული ლექსიკის შესწავლის შემდეგ, იმისათვის, რომ უფრო მეტად გვეგრძნო ფრანგული კულინარიის დახვეწილობა და შარმი, გადავწყვიტეთ კაფე entrée -ში დაგვეგემოვნებინა ფრანგული სამზარეულოს საფირმო croissant და crème brulée. აქტივობა ძალიან სასიამოვნო და სახალისო აღმოჩნდა. ბავშვებს  აღნიშნული საკონდიტრო ნაწარმის რეცეპტის მხოლოდ ფრანგულად თქმის შემდეგ ეძლეოდათ უფლება მისი დაგემოვნების“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203