სართიჭალის N3 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა სკოლის ეზოს გამწვანებაზე იზრუნეს
11-05-2021
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N3 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა სკოლის ეზოს გამწვანებაზე იზრუნეს.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთვნენ.
მეცხრეკლასელებმა სკოლის ყველა კლასის მოსწავლეს გამოწვევა გაუგზავნეს, რომ შეუერთდნენ პროექტს და თავიანთი წვლილი შეიტანონ მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების საქმეში.