თბილისის N149 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
თბილისის N149 საჯარო სკოლის Iბ და IIბ კლასის მოსწავლეებმა დედამიწის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
სკოლის აღსაზრდელებმა დედამიწის თემატიკაზე პლაკატი დაამზადეს, რომელიც ორიგინალური ნახატებით გააფორმეს.
22 აპრილი, დედამიწის დღე - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა. ის განსაკუთრებული დღეა ადამიანებისთვის, რომელთაც კარგად აქვთ გათავისებული, რომ „დედამიწა ჩვენი სახლია“.