იტავაზის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს
11-05-2021
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ იტავაზის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს.

ღონისძიებაში მოსწავლეები ყველა კლასიდან მონაწილეობდნენ. მეცხრეკლასელებმა დედამიწის თემაზე საინფორმაციო პრეზენტაცია წარმოადგინეს.

მე-4 კლასის მოსწავლემ, მარიამ გოგობერიშვილმა მის მიერვე დაწერილი ლექსი წაიკითხა.

სკოლის აღსაზრდელებმა ილუსტრაციები შექმნეს  და ამით დედამიწისადმი თავიანთი გულთბილი დამოკიდებულება გამოხატეს. 

მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ყვავილები და ხე-მცენარეებიც დარგეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203