ბარდუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სააღდგომო ნამუშევრები შექმნეს
11-05-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბნის საჯარო სკოლაში სააღდგომო სამზადისი იყო.
მოსწავლეებმა აღდგომის მოლოდინში საინტერესო ნამუშევრები დაამზადეს. ბავშვებმა მართლმადიდებლურ ბრწყინვალე დღესასწაულზე მასწავლებლისგან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოისმინეს, შემდეგ კი პრეზენტაციები წარმოადგინეს.
სააღდგომო ნამუშევრების შექმნაში ბავშვები მონდომებით იყვნენ ჩართულები.