წყაროსთავის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა „ეკოგმირი“ შექმნეს
11-05-2021

საგარეჯოს მუიციპალიტეტის სოფელ წყაროსთავის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა: თორნიკე კერატიშვილმა, ოთარი კერატიშვილმა, მარი ბუჩაშვილმა და ედიშერ გაგნიაშვილმა ეკოგმირი დაამზადეს. ბავშვებმა გარემოს დაბინძურებაზე საკუთარი მოსაზრებები შესანიშნავად გადმოსცეს.

„ჩვენი ეკოგმირი არის დედამიწა, რომელიც ჩვენგან ითხოვს დახმარებას. ავტომობილების გამონაბოლქვი, ქარხნების მიერ ატმოსფეროს დაბინძურება, გაჩეხილი ტყეები, უამრავი ნაგავი, დედამიწის გარემოს დიდ ეკოლოგიურ პრობლემას უქმნის. დედამიწა ხელებგაშლილი და ცრემლიანი თვალებით გვიხმობს დასახმარებლად“, - აღნიშნავენ მოსწავლეები.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203