დიდი სმადის საჯარო სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიება გაიმართა
11-05-2021
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით საინტერესო ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეებმა ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებული პრეზენტაციები წარადგინეს, შექმნეს თემატური ნახატები, პოსტერები და პლაკატები. მათ  დედამიწის დღესთან დაკავშირებით კედლის გაზეთიც დაამზადეს. 

სკოლის აღსაზრდელების მიერ განხორციელებული აქტივობები საკმაოდ საინტერესო და შინაარსიანი იყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203