ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეებმა გოდერძი ჩოხელის ფილმი - „ლუკას სახარება“ განიხილეს
11-05-2021

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალში მსოფლიო ლიტერატურის საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილზე მოსწავლეებმა გოდერძი ჩოხელის ფილმი - „ლუკას სახარება“ განიხილეს.

„სიყვარული ღვთიური გრძნობაა, გინდა შარაგზაზე იდგე და გინდა „ეკლიან ბილიკზე“, ამ გრძნობას უიღბლოს ვერ უწოდებ, იმიტომ რომ ის სიყვარულია - ასე დაიწყო საუბარი „პროგრესის“ მე-6 კლასის მოსწავლეებთან მსოფლიო ლიტერატურის მასწავლებელმა ქეთევან სიხარულიძემ, რომელმაც განსახილველად გოდერძი ჩოხელის ფილმი - „ლუკას სახარება“ მიუტანა მათ.
ფილმის ყურების შემდეგ მოსწავლეებმა ვრცლად ისაუბრეს ლიტერატურის აღნიშნულ პერიოდზე, სადისკუსიო რეჟიმში მოახდინეს კითხვათა ფორმულირება, გამოთქვეს საინტერესო მოსაზრებები და აღნიშნეს, რომ მსგავსი აქტივობები ავითარებს მათი ცნობიერების არეალს, ასევე ბევრ საკითხზე ახლებურ შეხედულებას უყალიბებს“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203