
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალის მოსწავლე იონა იობიძე მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) გამარჯვებულია!
სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეს მიღწეულ წარმატებას და წინსვლას უსურვებს.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) სკოლის (14-16 წლის) მოსწავლეებს სთავაზობს შესაძლებლობას, გაეცნონ ამერიკის კულტურას და ხალხს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით, ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახთან ერთად ერთი აკადემიური წლის მანძილზე.
იხილეთ ფოტო