დიდი სმადის საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს
11-05-2021

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა 9 აპრილს საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

„9 აპრილი - დღე დიდი ტრაგედიისა და დასაწყისი დიდი თავისუფლებისა! დიდი სმადის საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა, დევიზით - „მადლობა თავისუფლებისთვის“ -  9 აპრილის მემორიალთან პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

პედაგოგებმა და მოსწავლეებმა, სიტყვებით და ლექსებით მიმართეს გმირებს, რომ ისინი არასოდეს იქნებიან დავიწყებულნი, მათ ნაკვალევზე ივლიან და მათ მოპოვებულ თავისუფლებას განამტკიცებენ“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203