კერძო სკოლის - „ცოდნა - ნათელა მურადაშვილი“ მოსწავლეებმა მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაში I ხარისხის სერტიფიკატები დაიმსახურეს
11-05-2021
კერძო სკოლის - „ცოდნა - ნათელა მურადაშვილი“  მე-4 კლასის მოსწავლეებმა - ნანო ხოკერაშვილმა, მარიამ ქსოვრელმა და ბარბარე თეთვაძემ izrune.ge-ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაში I ხარისხის სერტიფიკატები დაიმსახურეს.

მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადა საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე 29 აპრილს გაიმართა.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203