ახალსოფლის საჯარო სკოლის მე-8 კლასში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, პროექტი განხორციელდა
11-05-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მე-8ა კლასში დედამიწის დღესთან დაკავშირებით პროექტი განხორციელდა. მასში როგორც მერვე კლასის მოსწავლეები, ასევე მეათეკლასელებიც მონაწილეობდნენ.
პროექტს სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი, თამარ ფუტკარაძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც მოსწავლეებს ამცნო, რომ დედამიწა შეიძლება შევადაროთ ჩვენი სხეულის მნიშვნელოვან ორგანოებს, რომლებიც აუცილებლად უნდა შევისისხლხორცოთ, რათა გავიგოთ მათი მნიშვნელობა .
ლაშა და გიორგი მამულაძეებმა, ნინი სურმანიძემ, თიკო მიქელაძემ და მარიამ ფუტკარაძე პრეზენტაციები გამართეს, გურამ შარაძემ კი ნახატი წარმოადგინა.
მასწავლებელმა და მოსწავლეებმა განიხილეს მსოფლიოში მიმდინარე პრობლემები და მათი გადაჭრის გზები .
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს