არწივანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაში I ხარისხის სერტიფიკატები მოიპოვეს
11-05-2021
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში izrune.ge.

მე-4 კლასის მოსწავლე მარი დიასამიძემ და მე-2 კლასის მოსწავლე ლუკა იაკობაძემ izrune.ge-ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს და I ხარისხის სერტიფიკატები დაიმსახურეს.

მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადა საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე 29 აპრილს გაიმართა.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203