ხელედის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურაში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩატარდა
11-05-2021
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედის საჯარო სკოლის მე-11 კლასში მასწავლებელმა, მაია ჩანქსელიანმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში არაერთი საინტერესო აქტივობით გაჯერებული გაკვეთილი ჩაატარა.
მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად ისტორიულ წარსულში იმოგზაურეს. მათ ქართულ ლიტერატურაში ბახტრიონის გმირებისა და მათი გმირობის ანარეკლი მიმოიხილეს.