წალკის N1 სკოლის მოსწავლეები izrune.ge-ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
11-05-2021
წალკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაში სერტიფიკატები დაიმსახურეს.

მე-8 კლასის მოსწავლე ნინი გურგულიანი და მე-4 კლასის მოსწავლე მარიამ მახარაძე ოლიმპიადაში მონდომებით ჩაერთვნენ, იაქტიურეს და შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადა საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე 29 აპრილს გაიმართა.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203