ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით საინტერესო ღონისძიება ჩატარდა.
მოსწავლეებმა ნარჩენების გადამუშავების თემაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს და ფილმის ჩვენებაც მოაწყვეს. სკოლის აღსაზრდელები ფლორასა და ფაუნას გაეცნენ, უამრავი სიახლე აღმოაჩინეს და აღნიშნეს, რომ ეს დღე არასოდეს დაავიწყდებათ.
ღონისძიების ორგანიზატორმა, ჯაბა ჯამასპიშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მოსწავლეებს დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, აუცილებლია, ასეთი შემეცნებითი ღონისძიებები ხშირად ჩატარდეს, რათა გაიზარდოს მოსწავლეთა ცნობიერება და განათლება.
დირექტორის მოადგილემ, ლია ნატროშვილმა ადამიანისა და გარემოს ურთიერთობაზე ისაუბრა და ორგანიზატორებს საინტერესო ღონისძიებითვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიება მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად, დირექცია და სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა ესწრებოდა.